“ისევ ისეთ რეჟიმში ვართ, ვაგროვებთ მტკიცებულებებს, მტკიცებულებების მოძიების პროცესში ვართ. გამოკვეთილია მისი უდანაშაულობა, ამას ვამტკიცებთ პირველ რიგში და ვმუშაობთ მისი უდანაშაულობის დასადასტურებლად”
გაგი მოსიაშვილი, გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი
“ინტერპრესნიუსი”
შეგახსენებთ, 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამ საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავა. მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.