ახალი ამბები მთავარი სამართალი

გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა კლინიკაში გაიმართა.

სხდომის საავადმყოფოში გაგრძელების შუამდგომლობა ბრალდებულების ადვოკატებმა დააყენეს, რასაც ბრალდების მხარე დაეთანხმა.

მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის თქმით, ბრალდებული სასამართლოში ჯანმრთელობის მადგომარეობის გაუარესების გამო ვერ გამოცხადდა. საქმესთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომა 12 თებერვალსაა ჩანიშნული.

მარიანა ჩოლოიანს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა.

მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში წარედგინა, რაც მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ჩოლოიანმა არასრულწლოვანთა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს.

იტვირთბა....