საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომელის მიხედვითაც, “ერთიანი ეროვნული პროდუქტით სომხეთმა საქართველოს ტიგრან მეორე დიდის შემდეგ პირველად გაუსწრო” – ერევანში უპასუხეს.
“სომხეთი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე ბოლოს სწორედ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, 2005-2009 წლებში უსწრებდა” – ამის შესახებ სომხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ეკონომისტი გრანტ ბაგრატიანი ამბობს და აღნიშნავს, რომ მის გუნდს მთლიანი შიდა პროდუქტის ისტორიული შეფასებებიც აქვს გაკეთებული. ამრიგად, ეკონომისტის განცხადებით, თამარ მეფის პერიოდამდე სომხეთი საქართველოზე უკეთესად ცხოვრობდა. მისი თქმით, ვითარება მე-20 საუკუნის 70-იან წლებში შეიცვალა.
„მიხეილ სააკაშვილს უბრალოდ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს“, – ციტირებს ბაგრატიანის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს პორტალი aysor.am.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სომხეთის პრემიერ მინისტრის მიერ გამოცხადებულ განცხადებას გამოეხმაურა.