ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ერთიანი ეროვნული პროდუქტით სომხეთი პირველად უსწრებს საქართველოს, ეს არ მომხდარა ტიგრან მეორე დიდის მერე” – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც სომხეთის პრემიერ მინისტრის მიერ გამოცხადებულ განცხადებას ეხმაურება.

“მეტრონომი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ნიკოლა პაშინიანმა, სომხეთის პრემიერ მინისტრმა გამოაცხადა, რომ ერთიანი ეროვნული პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე სომხეთი პირველად უსწრებს საქართველოს.

ასეთ რამე არ მომხდარა რათქმაუნდა არც ჩემ დროს, არც შევარდნაძის დროსაც კი. არ მომხდარა ტიგრან მეორე დიდის, სომხეთის დიდი მმართველის შემდეგ, არ არსებობს არცერთი მიზეზი გეოგრაფიული მდგომარეობის თვალსაზრისით, რესურსების თვალსაზრისით, თუ რატომ უნდა იყოს სომხეთის მაცხოვრებლების შემოსავალი უფრო მეტი, ვიდრე ქართველებს, მაგრამ ეს ტრიუკი საქართველოს ჩაუტარა ახლა ივანიშვილმა.

მოდით, ვისაუბროთ ციფრებზე შევარდნაძის პრეზიდენტობის დასასრულს, საქართველოს ერთიანი ეროვნული პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე შეადგენდა ათას დოლარს, ჩემი მთავრობის ბოლოს 2012-წლისთვის ის შეადგენდა ოთხი ათას დოლარს. ერთ სიტყვით, თითოეული ქართველი გახდა ოთხჯერ უფრო მდიდარი ვიდრე იყო მანამდე.

ეს არის ის ციფრები რომელიც მეტყველებს, რომ არ მომხდარიყო 2012-წლის კატასტროფა, რომ არ წასულიყო ჩემი მთავრობა საქართველო დღეს იქნებოდა იმავე დონეზე, სადაც არის საბერძნეთი და ხორვატია და ჩვენ ქალებს არ მოუხდებოდათ ოჯახებიდან წასვლა, იქ მოხუცების მოვლა და სახლებში დასუფთავება და ჩვენ მუშებს არ მოუხდებოდათ კისრის მოტეხვა და წელში გაზნექვა მშენებლობებზე“ – წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.

იტვირთბა....