ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო „პრეზიდენტს“, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი შეხვდება და ე.წ „უშიშროების საბჭოს“ „მდივანთან“, მუჰამედ კილბასთან შეხვედრას გამართავს ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებები – „სპუტნიკი“ და „რია ნოვოსტი“ აქვეყნებენ.
ნურგალიევი შეხვედრას ხაჯიმბასთან გამართავს, განუცხადა „რია ნოვოსტს“ კილბამ.
შეგახსენებთ, რომ სოხუმში, დრამატულ თეატრთან ოპოზიციის მხარდამჭერები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონდ გამოცხადებას საპროტესტო აქციით მოითხოვენ. ადგილზე არის დაპირისპირებაც და ისინი ელოდებიან ე.წ. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც არჩევნების ბათილად ცნობას ეხება.
როგორც რუსული სააგენტო “რია ნოვოსტი”იტყობინება, აქციის მონაწილეებმა , პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმი დაიწყეს.
“ისინი ცდილობდნენ შეემტვრიათ კარი და შევარდნილიყვნენ შენობაში. ამასთან, მათ კარის გვერდით შეამტვრიეს ფანჯარა და სწორედ იქიდან ცდილობდნენ შენობაში შესვლას. ადგილზე მობილიზებულები არიან ე.წ. სამართალდამცავები და ათასამდე აქციის მონაწილე.
მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორია ახრა ავიძბა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის გარი არშბას გადადგომასაც მოითხოვდა.” – ნათქვამია რუსულ მედიაში.