“ეს დასკვნა შეიცავს პოზიტიურ ნაწილსაც, კანონმდებლობასთან დაკავშირებით, თვითონ რეფორმასთან დაკავშირებით. კანონმდებლობა არის ისეთი დახვეწილი, მისი ანალოგი, გამჭირვალობის და ღიაობის თვალსაზრისით მსოფლიოში არ არის. მაგრამ, რა თქმა უნდა, არის კრიტიკული ნაწილი, თუმცა იქ არის ისეთი ფაქტობრივი უზუსტობები, რაც ნამდვილად უხერხულია და ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციებისგან ამას ჩვენ მიჩვეულები არ ვართ.”
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი – მამუკა მდინარაძე
“ციტატა”
აღნიშნული განცხადება მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ 9 იანვარს ეუთოს ოფიციალურ ვებგვერდზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის შესახებ ეუთო-ოდირის მეორე, კრიტიკული ანგარიში გამოქვეყნდა.