aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ირანის შემდეგ აშშ-ს ერაყიც ემუქრება – ტრამპი ნატოს გააქტიურებისკენ მოუწოდებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი “ნატოს” კიდევ ერთხელ მოუწოდებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა გაააქტიუროს. უფრო მეტიც, ტრამპი ალიანსში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების შეყვანის ინიციატივით გამოვიდა.

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები კრიზისის განსახილველად შეიკრიბნენ. დიპლომატები თანხმდებიან, რომ რეგიონში ვითარების დეესკალაციისთვის დიალოგია საჭირო.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მ ირანის წინააღმდეგ უმკაცრესი სანქციები დაუწესა, რომელიც დღეს ძალაში შევიდა. შეზღუდვებზე უფრო კონკრეტულად ამერიკის სახელმწიფო მდივანმა და ფინანსთა მინისტრმა ისაუბრეს

სანქციების პარალელურად, ამერიკულმა ავიაციამ იერიში სირიის ტერიტორიაზე ირანის მიერ მხარდაჭერილი ფორმირება ჰეზბოლას ბაზაზე მიიტანა. ამ ფონზე, შტატებს ერაყი ემუქრება და ბაზების ქვეყნიდან დაუყონებლივ გაყვანას ითხოვს. ერაყის პრემიერი მზად არის, ამერიკის სახელმწიფო ლიდერთან ამერიკელი სამხედროების გაყვანის მექანიზმები განიხილოს.

ამერიკული სანქციები დაგმო გაეროში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე ირანის ელჩმა. სხდომაზე ამერიკის წარმომადგენელსაც მოუსმინეს. გაერო მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

იტვირთბა....