ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებას. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

სანქციები დაუწესდა 8 ირანელ მაღალჩინოსანს, ასევე ირანის სამშენებლო, ქსოვილისა და მადნების მომპოვებელ კომპანიებს.

როგორც აშშ-ს სახელმწიფო მდივნი, მაიკ პომპეო აცხადებს, სანქციები იქამდე გაგრძელდება, სანამ ირანი პოლიტიკას არ შეცვლის.

იტვირთბა....