ევროკავშირიდან გავსვლის ხელშეკრულების კანონპროექტს, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ მხარი დაუჭირა. კანონპროექტს კენჭს ლორდთა პალატაში მომავალ კვირას უყრიან.
დეპუტატებმა 330 ხმით დაამტკიცეს ბორის ჯონსონის მიერ ბრიუსელთან მიღწეული შეთანხმება. ბრიტანეთი ევროპული გაერთიანების დატოვებას 31 იანვარს გეგმავს.