“მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია მოსამართლე, გიორგი არევაძემ ტელევიზიითა და Facebook-ით გაკეთებული განცხადებების გამო 500 ლარით დააჯარიმა.
მოსამართლის თხოვნაზე, აეხსნა გვარამიას, თუ რა საფუძველი ჰქონდა მას მსგავსი შეურაცხმყოფელი განცხადებების გავრცელებისთვის, გვარამიამ უპასუხა, რომ არ არის ვალდებული ანგარიში ჩააბაროს.
“მე არ ვაპირებ, ანგარიში ჩაგაბაროთ, სხდომის გარეთ გაკეთებული განცხადებები ჩემი გამოხატვის თავისუფლებაა,”- უპასუხა ნიკა გვარამიამ.
მოსამართლის მეორე კითხვას, გვარამიას Facebook პოსტი, ემსახურებოდა თუ არა სასამართლოს შეურაცხყოფას, გვარამიამ უპასუხა, რომ ის სიტყვები რომლებიც გამოიყენა ეხება ყველას, ვინც ცდილობს უკანონო განაჩენი მიუსაჯოს.
“სიტყვები ნაბიჭვრები და ნაძირლები ეხება ყველას, ვინც აყალბებს ჩემს საქმეს და ვინც ცდილობს უკანონო განაჩენი მომისაჯოს.”
ამის შემდეგ მოსამართლემ გვარამია 500 ლარით დააჯარიმა და თვითონ საქმეზე თვითაცილება გამოაცხადა.