ზუგდიდი-ოდიშის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მიკროავტობუსის ამოტრიალების შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი. აღნიშნულ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.
დაშავებულები ზუგდიდის კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.