ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი – სინოპტიკოსები პროგნოზს აქვეყნებენ

10 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექი, დაბლობსა და ბარში წვიმის, ხოლო მთიან და მაღალმთიან რეგიონებში თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელს.

“11 იანვარს შედარებით გამოიდარებს. მცირე ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში.
12 იანვარს, დღის ბოლოდან და 13 იანვარს კვლავ დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მთაში და მაღალმთაში მოთოვს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსი იქნება” – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

იტვირთბა....