ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ფინანსთა მინისტრმა ჯანსუღ ნანბამ განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ფინანსთა სამინისტრომ ყველა ფინანსური ოპერაცია შეაჩერა
მისივე თქმით, ე.წ. მინისტრთა კაბინეტი მუშაობს, თუმცა არასრული შემადგენლობით, ამიტომ გარკვეულ ფინანსურ ოპერაციებზე შეზღუდვა დაწესდა.
„ე.წ. პრემიერ-მინისტრმა გასცა განკარგულება, შეჩერდეს ყველა ფინანსური ოპერაცია. თქვენ იცით, რომ მინისტრთა კაბინეტის აპარატის შენობაში იმყოფებიან ადამიანები, ხოლო ე.წ. ფინანსთა სამინისტრო ამავე შენობაშია. ამიტომ ფინანსური ოპერაციების შეჩერების გადაწყვეტილება მიღებული იყო უკანონო ქმედებების თავიდან ასაცილებლად. ჩვენ სახლებში გავუშვით უწყებაში დასაქმებული ქალი თანამშრომლები. ასეთ რეჟიმში სამინისტრო სრულფასოვან ფუნქციონირებას ვერ შეძლებს“, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ფინანსთა მინისტრმა.
მისივე თქმით, თუ სიტუაცია არ შეიცვლება, ე.წ. მთავრობა „ხელფასებისა“ და „პენსიების“ გაცემას ვერ შეძლებს.
ფოტო: პირველი არხი