უკრაინაში, საქართველოში დაბადებული, 57 წლის კანონიერი ქურდი, კამო მასკოვსკი (კამო ეგიაზაროვი) დააკავეს, რომელიც, როგორც ადგილობრივი სამართალდამცველები იუწყებიან, ქვეყანაში უკანონოდ შევიდა.
ის რამდენჯერმე ნასამართლევია და 30 წელზე მეტი აქვს ციხეში გატარებული. ის ბოლოს გასული წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს რუსეთის ციხიდან.
უკრაინის პოლიციამ განაცხადა, რომ კამო მოსკოვსკი არალეგალურად გაიქცა მეზობელ ქვეყანაში, რათა თავიდან აიცილოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა თავისი „ტიტულისთვის“, რომელიც 1983 წელს მიიღო თბილისში.