კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო აცხადებს, რომ აქვთ დაზვერვის მიერ მოპოვებული მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, უკრაინული ავიალაინერი, რომლის ბორტზეც კანადის 63 მოქალაქე იმყოფებოდა, ირანული ხმელეთი-ჰაერის ტიპის რაკეტით ჩამოაგდეს.
„ჩვენ გადმოგვცეს მნიშვნელოვანი შეტყობინება ინციდენტთან დაკავშირებით. სხვადასხვა წყაროსგან ვფლობთ დაზვერვის მონაცემებს, რომლებიც მიუთითებენ, რომ თვითმფრინავი ირანული ხმელეთი-ჰაერის ტიპის რაკეტით იქნა ჩამოგდებული”, – აცხადებს ტუდო.
BBC-მ ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანში ჩამოვარდნილ უკრაინულ თვითმფრინავს ირანის ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მიერ ნასროლი რუსული რაკეტა შეცდომით მოხვდა.
CNN-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ასახავს ირანული საზენიტო რაკეტის მიერ უკრაინის სამგაზვრო ავიალაინერის ჩამოგდების კადრებს.
შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს გამთენიისას ირანში ბოინგ 737-ის ტიპის სამოქლაქო ავიალაინერი, რომელზეც 176 მგზავრი იმყოფებოდა ხომეინის საერთაშორისო აეროპორტში აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა- ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა.