aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი

(ვიდეო) CNN-მა რაკეტის მიერ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების ვიდეო გამოაქვეყნა

aviabiletebi
ავიაბილეთები

CNN-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ასახავს ირანული საზენიტო რაკეტის მიერ უკრაინის სამგაზვრო ავიალაინერის ჩამოგდების კადრებს.

აღნიშნული ვიდეო ამერიკულ მედიას მიაწოდა ნარიმან გარიბმა, რომელმაც არ ისურვა საუბარი იმაზე თუ ვინ გადაიღო და როგორ მოიპოვა ვიდეო.

ამერიკელი მაღალჩინოსნები დარწმუნებული არიან, რომ თვითმფრინავის ჩამოგდება სწორედ საზენიტო რაკეტით მოხდა. აღნიშნული ინფორმაციები სხვადასხვა სატელიტების, რადარების, ელექტრონული ინფორმაციებისა და სამხედრო დაზვერვის მიერაა მოპოვებული.

შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს გამთენიისას ირანში ბოინგ 737-ის ტიპის სამოქლაქო ავიალაინერი, რომელზეც 176 მგზავრი იმყოფებოდა ხომეინის საერთაშორისო აეროპორტში აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა- ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა.

იტვირთბა....