ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას საგანგებო განცხადება

„ძვირფასო თანამოქალაქეებო, ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, რაც სოხუმში მოხდა, მოგმართავთ თხოვნით, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, არ აყვეთ პროვოკაციებს“ – ასე მიმართა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მოსახლეობას.

მისი თქმით, ე.წ. ძალოვანი სტრუქტურები გადაყვანილია მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე. პრეზიდენტი მოსახლეობას სიმვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ არ აყვნენ პროვოკაციებს.

„ამ სიტუაციაში ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ჩვენი ქვეყნის არსებობა საფრთხის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ. ყველა სახელმწიფო სტრუქტურა მუშაობს არა საშტატო სიტუაციაში. ძალოვანი სტრუქტურები გადაყვანილია მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე. მე როგორც კონსტიტუციის გარანტმა გავეცი ყველა საჭირო დავალება, რათა მოვლენები სამართლებრივ ველს არ გასცდეს “, – განაცხადა ხაჯიმბამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს სოხუმში, დრამატულ თეატრთან ოპოზიციის მხარდამჭერები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონდ გამოცხადებას საპროტესტო აქციით მოითხოვენ. ადგილზე არის დაპირისპირებაც და ისინი ელოდებიან ე.წ. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც არჩევნების ბათილად ცნობას ეხება.

როგორც რუსული სააგენტო “რია ნოვოსტი”იტყობინება, აქციის მონაწილეებმა , პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმი დაიწყეს.

“ისინი ცდილობდნენ შეემტვრიათ კარი და შევარდნილიყვნენ შენობაში. ამასთან, მათ კარის გვერდით შეამტვრიეს ფანჯარა და სწორედ იქიდან ცდილობდნენ შენობაში შესვლას. ადგილზე მობილიზებულები არიან  ე.წ. სამართალდამცავები და ათასამდე აქციის მონაწილე.

მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორია ახრა ავიძბა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის გარი არშბას გადადგომასაც მოითხოვდა.” – ნათქვამია რუსულ მედიაში.

იტვირთბა....