“ტექნიკურ უნივერსიტეტს სამარცხვინო და მედროვე რექტორი ჰყავს. ძირს უთხრის საპარლამენტო დემოკრატიას. კარლო კოპალიანის წაყვანა პარლამენტიდან და უნივერსიტეტის კანცლერად დანიშვნა როგორ შეიძლებოდა. გვაობლებთ? სად ვიპოვოთ მეორე კარლო.?
p. s. რექტორი იტყვის, პატარა კაცი ვარ, მინისტრმა დამავალაო, მინისტრი იტყვის, მე რა ვქნა, ექვთიმემაო. ჰო და ყველანი ძირგამომთხრელები ხართ, აკადემიური საბჭოს 34 წევრთან ერთად”
რომან გოცირიძე – “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. შესაბამისად, ის უნივერსიტეტის კანცლერი გახდა.