ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერის არჩევნებში კარლო კოპალიანი იყრის კენჭს

დღეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერის არჩევნები მიმდინარეობს, სადაც ერთ-ერთი კანდიდატი, უმრავლესობის დეპუტატი კარლო კოპალიანია.

კანცლერის თანამდებობაზე თავდაპირველად სამი კანდიდატი იყო რეგისტრირებული, თუმცა ორმა მათგანმა, უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსმა, ბექა მაისურაძემ და სტუ-ის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა, მალხაზ ლომთაძემ კანდიდატურები მოხსნეს.

ხმის მიცემა 17:00 საათისთვის დასრულდება.

იტვირთბა....