“გაეროს” პრესსპიკერმა, სტეფან დიუჟარიკმა აშშ-სა და ირანის საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავცელა.
მისი თქმით, გაერო მიესალმება ნებისმიერ ნიშნებს, რომელიც მიუთითებს, რომ ლიდერები კონფრონტაციას დაშორდნენ და ესკალაციის თავიდან აცილებას ცდილობენ.
„ყველა ჩვენგანის საერთო ვალდებულებაა, მთელი ძალისხმევა მივმართოთ სპარსეთის ყურეში ომის თავიდან აცილებისკენ. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ომის მიერ გამოწვეული საშინელი ადამიანური ტანჯვა. როგორც ყოველთვის რიგითი ხალხი ყველაზე მაღალ საფასურს იხდის“, – განაცხადა სტეფან დიუჟარიკმა.