ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“იარაღის გამოყენება უნდა შეწყდეს, არსებული მდგომარეობა მოქმედებს ყველა ჩვენგანზე” – ევროკომისიის პრეზიდენტი

ბრიუსელში ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დაიბარეს. ევროკავშირი ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ევროკომისიის პრეზიდენტი მხარეებს იარაღის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

“იარაღის გამოყენება უნდა შეწყდეს, რათა დაუყოვნებლივ დაიწყოს დიალოგი, არსებული მდგომარეობა მოქმედებს ყველა ჩვენგანზე,”- აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ვონ დერ ლეიენმა.

შეგახსენებთ, რომ ირანმა ერაყში მდებარე ორ ამერიკულ ავიაბაზაზე იერიში გუშინ ღამით მიიტანა. სამხედრო ობიექტების მიმართულებით 12-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა ისროლეს. კადრები ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა.

პენტაგონის ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

იტვირთბა....