გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 9 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგიერთ უბანში. ამის შესახებ ინფორმაციას “თელასი” ავრცელებს.
“ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის, მეტეხის გვირაბის, ევროპის მოედნის, ღვინის აღმართის, მეტრო „ავლაბარი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ცისკრის, ფაღავას, ლაგოდეხის, ბოროდინის, იორის, ირბახის, რუისის, სევანის, ფერიცვალების, ჯორბენაძის, მაჭარის, გონაშვილის, მეტეხის, ალიხანიანის, ჩეხოვის, ნიკოლოზ იზაშვილის, ურბნისის, დუტუ მეგრელის, ლადო მესხიშვილის, სამასი არაგველის, სართიჭალის, ისნის, ხერხეულიძის, მეფე სოლომონ ბრძენის, ჯორჯაძის და წურწუმიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 05 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, III, IV მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, დემნა შენგელაიას, მორეტის, მამკოდის, ნიკოლოზ შენგელაიას და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, III, IIIა, VII მიკრორაიონების, ვლადიმერ ნანეიშვილის, მემედ აბაშიძის და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქსნის და არბოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ტიციან ტაბიძის, ძმები კიკნაველიძეების, დარიალის, ფალიაშვილის, მიშველაძის, ირაკლი აბაშიძის და ცხვედაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნაფეტვრების გზის მიმდებარე ტერიტორიის, ბაგების დასახლების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, სოფელი დიღმის, ფხაკაძის, უნივერსიტეტის, ანა პოლიტკოვსკაიას, ზურაბ ანჯაფარიძის, გიორგი დანელიას და იოსელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” განცხადებაში.