ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ირანის სამხრეთ აღმოსავლეთით ორი მიწისძვრა დაფიქსირდა” – “ფოქსნიუსი”

ირანის სამხრეთ აღმოსავლეთით ორი მიწისძვრა დაფიქსირდა, მათი სიმძლავრე 4.9 და 4.5 მაგნიტუდა იყო. ამის შესახებ ინფორმაციას “ფოქნიუსი” ავრცელებს.

ამერიკის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, პირველი მიწისძვრა ადგილობრივი დროით 2:20 წუთზე  ქალაქ ბორაჯანთან, მეორე კი, დაახლოებით ერთ საათში მოხდა.

ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.

ამასთან, “ფრანსპრესის” ინფორმაციით, მიწისძვრა ბირთვულ სადგურთან ახლოს დაფიქსირდა.

იტვირთბა....