ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემში მომხდარი ავტოავარიის შედეგად. შემთხვევა დღეს მოხდა.
დაშავებული ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.