ახალი ამბები მთავარი სამართალი

უბედური შემთხვევა თერჯოლის მუნიციპალიტეტში: იარაღის გავარდნის შედეგად 5 წლის ბავშვი დაიღუპა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირში იარაღის გავარდნის შედეგად 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

“მეტრონომის” ინფორმაციით, 3 წლის ბავშვს იარაღი გაუვარდა და ტყვია 5 წლის ძმას მოხვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

იტვირთბა....