ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დეკანოზი კი არა, სოხუმი, აფხაზეთი და ცხინვალი უნდა გაწუხებდეთ” – მეუფე იაკობი

ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში, წირვის დასრულების შემდეგ, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

როგორც მეუფე ამბობს, საპატრიარქომ პრეზიდენტს დეკანოზის გათავისუფლება შესთავაზა, მაგრამ აღნიშნავს, რომ არცერთ პრეზიდენტს არ მოუსმენია შეწყალების დროს საპატრიარქოსთვის და პატრიარქისთვის.

“მე ამერიკაში ვთქვი, თუ შეიწყალა პრეზიდენტმა, შეიწყალა რა. ჩემთვის დეკანოზი კი არა, იცით საკვირველი რა არის? – სოხუმი, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი უნდა გაწუხებდეთ. ასევე ნებისმიერი პატიმარი – ვაჟას როცა გაუჭირდა, დავუდექი გვერდში და დავეხმარე. ის რომ ოდნავ მართალი ყოფილიყო, პატრიარქი დაუდგებოდა და მეც დავუდგებოდი გვერდით.
პრეზიდენტს ჩვენ ჩვენი შევთავაზეთ და არცერთი პრეზიდენტი არ ყოფილა, რომ შეწყალებაზე ჩვენი ან პატრიარქის მოესმინა. რომელი პოლიტიკოსებიც იძახიან, მე შემიძლია იმათ ვუთხრა, უარს როგორ გვეუბნებოდნენ და რა მაქვს გაკეთებული, ვიღაცები რომ შეეწყალებინათ. პოლიტიკურ სპეკულაციებს ნუ ეწევიან,“ – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ 5 პირს შორის დეკანოზი გიორგი მამალაძე არ აღმოჩნდა.

იტვირთბა....