“ნატო ერაყში საწვრთნელ მისიას წყვეტს და საკუთარი ხალხის დასაცავად საჭირო უსაფრთხოების ყველა ზომას ახორციელებს. შეხვედრაზე განვიხილეთ ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობა და ნატოს საწვრთნელი მისიის სირთულეები ერაყში. ნატო და მისი ყველა მოკავშირე ისლამური სახელმწიფოს დამარცხების მიზნით შექმნილი კოალიციის წევრები არიან და ნატოს მისია ერაყში კოალიციის ძალისხმევას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ერაყის მთავრობის მიწვევით ქვეყანას სამხედრო ძალების გაწვრთნაში ვეხმარებით და ხელს ვუშლით ისლამური სახელმწიფოს დაბრუნებას”
ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ორშაბათს, ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“ინტერპრესნიუსი”