“შავი სია, თეთრი ტერორი, წითელი ტერორი, ნაციონალების ტერორი, “ტროიკები”, დასახვრეტთა სია, მხედრიონი, საძმოები, გასასახლებელთა სია, ფულის წასართმევთა სია… ეს ხომ გავიარეთ უკვე?! ეს ჭირდება ახლა ხალხს?! შემდეგი რა უნდა გამოაცხადოთ?! “წითელი ბრიგადების”, “შავრაზმელების”, “წითელი კხმერების”, “კრონშტადტის მეზღვაურთა” თუ “უსტაშების” მოიერიშე რაზმების შექმნა და “ჩირაღდნებიანი მარში” ღამის გამზირზე?! გამოაქვეყნეთ ქვეყნის განვითარების თქვენეული ხედვა ყველა პარტიამ ცალ-ცალკე. დაემსგავსეთ მაინც პარტიებს. ნუ გგონიათ ხალხი ბრბო! იგრძენით პასუხისმგებლობა და ამას საზოგადოებაც დაინახავს”
ირაკლი გოგავა, საერთაშორისო ურთიერთობების მცოდნე, პოლიტოლოგი
სოციალური ქსელი “ფეისბუქი”
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, სპეციალური კომისიით, დღეს ე.წ. შავი სიის ხუთეული შეათანხმა.