ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა შეხვედრაზე “შავი სიის” ხუთეული შეათანხმეს

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, სპეციალური კომისიით, დღეს ე.წ. შავი სიის ხუთეული შეათანხმა.

“შავ სიაში” კომისიის წევრებმა შეიყვანეს – ვალერიანე ფილიშვილი (მოსამართლე), გიორგი არევაძე (მოსამართლე), ვაჟა თოდუა (პროკურორი), კახა ბუხრაძე (თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე), ნუგზარ ჭონქაძე (მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი).

გავრცელებული ცნობით, “შავი სია” ძირითადად სამი მიმართულებით მუშავდება და ეხება: „პოლიტიკოსებს, რომლებიც მართლმსაჯულების გაყალბებასა და პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში იქნებიან მხილებულნი“, მოსამართლეს, პროკურორს, თუ გამომძიებელს, რომლებიც „გაყალბებაში, საქმეების შეკერვასა და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში არიან მხილებულნი“.

სიაში ასევე იქნებიან „პოლიტიკური დევნის, შანტაჟისა და მართლმსაჯულების მსხვერპლნი – დაპატიმრებული თუ სხვა მხრივ რეპრესირებული ადამიანები“.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ისინი უახლოეს დღეებში ათეულს გამოაქვეყნებენ და შემდეგ სია დიპლომატებთან გაიგზავნება.

იტვირთბა....