მთავარი ციტატა

“დეკანოზი უბრალოდ ტყვე არ არის. იგი სიკვდილმისჯილი ტყვეა”, – ნიკა გვარამია

“დეკანოზმა გიორგი მამალაძემ დაიწყო შიმშილობა დღეს 12 საათიდან. არის უკიდურესად ცუდად. რეალურად, ეს კაცი უბრალოდ ტყვე არ არის, იგი სიკვდილმისჯილი ტყვეა. სამწუხაროა, რომ ჩვენი ეკლესია და სახელმწიფო წინასაშობაოდ ამას ერთად აკეთებენ”

ნიკა გვარამია, “მთავარი არხის” დირექტორი

“მთავარი არხი”

შეგახსენებთ, როგორც გიორგი მამალაძის ერთ-ერთი ადვოკატი და “მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, დეკანოზმა შიმშილობა დაიწყო.

აქვე გეტყვით, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საშობაოდ 5 მსჯავრდებული შეიწყალა.  შეწყალებულთა შორის ვერ მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე.

იტვირთბა....