7 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +11, +16, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
8 იანვარს დღის ბოლოდან 11 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მაღალმთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.
ქ. თბილისში 7-8 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. 9-10 იანვარს შესაძლოა მცირე ნალექი” – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.