ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საბჭოთა პატრიარქს, იმ კერპის დანგრევის ეშინია, რომელიც შექმნა საქართველოში” – მეუფე პეტრე

ვიტყვი რომ უფალი მეფობს, ბოლო სიტყვას იტყვის უფალი და აუცილებლად 2020 წელი იქნება საბედისწერო, სამართლიანობისა და სიყვარულის წელი – ასე ეხმაურება “ტვპირველთან” საუბრისას, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას შეწყალებასთან დაკავშირებით.

“ურცხვი პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის ბოროტება. ამ ბოროტების წყარო არის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. ვიტყვი, რომ უფალი მეფობს, ბოლო სიტყვას იტყვის უფალი და აუცილებლად 2020 წელი იქნება საბედისწერო, სამართლიანობისა და სიყვარულის წელი. გამოვა ქუდზე კაცი და შეცვლის ამ უკუღმართ მდგომარეობას. დარწმუნებული ვარ, საქართველოს პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება პატრიარქთან შეთანხმებით მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქი არის ერის სულიერი მამა, ის არის შურისმაძიებელი ადამიანი. ეს არის შურისძიება მამა გიორგი მამალაძის მიმართ, რადგან მან ხმა აიმაღლა საპატრიარქოში მიმდინარე ზნეობრივი თუ ფინანსური დარღვევების  გამო. უფალი დეკანოზს მისცემს ძალას, რომ ნიღაბი ჩამოხსნას ამ ყველაფერს. ყრმა მოხუცებულობის პერიოდშიც კი პატრიარქს არ აქვს ღვთისა და ღმერთთან შეხვედრის შიში. მას მხოლოდ იმ კერპის დანგრევის ეშინია, რომელიც შექმნა 42 წლის წინ. საბჭოთა პატრიარქმა კერპი შექმნა საქართველოში და ზუსტად ამის დანგრევის ეშინია ილია მეორეს.” – ასე ეხმაურება ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა.

შეგახსენებთ, რომ საშობაო შეწყალება დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ შეეხო.  

საშობაო შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მხოლოდ 5 პატიმარი შეიწყალა.

პრეზიდენტის სრული ბრიფინგი იხილეთ ამ ბმულზე: 

იტვირთბა....