საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საშობაოდ 5 მსჯავრდებული შეიწყალა.
სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, შეწყალებულთა შორის მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე არ არის.
“დეტალურად გავეცანი წმინდა სინოდის შუამდგომლობას და მივიღე გადაწყვეტილება, რომელზეც მთლიანად ვიღებ პასუხისმგებლობას… ვერ მოვნახე არგუმენტი, მით უმეტეს, შეწყალების კრიტერიუმების გამკაცრების პირობებში, როცა ბევრი მსჯავრდებულის საქმე განხილული ვერ იქნებოდა, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.