ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა ივანიშვილი, ავსტრალიაში ტყის ხანძრებთან დაკავშირებით, „ინსტაგრამში“ პოსტს აქვეყნებს.
„ჩემი ფიქრები და ლოცვა ავსტრალიაში მძვინვარე ხანძრებზეა. ამჟამად, ვეძებ დახმარებისა და პროცესში მონაწილეობის გზებს. იქამდე კი, მოდით გავზარდოთ გაცნობიერებულობა – გააზიარეთ ეს პოსტი თქვენს „სთორიში“.
ავსტრალიის ხანძრების შედეგად დაიწვა 12 მილიონი აკრი, რაც უფრო მეტია, ვიდრე ერთად აღებული კალიფორნიის, ამაზონის და ციმბირის ხანძრების მიერ დამწვარი ტერიტორია. კლიმატის ცვლილება რეალურია“, – წერს ბერა ივანიშვილი, რომელმაც მანამდე ამაზონის ტყის აღსადგენად 1.1 მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა.