ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ბავშვის თვალწინ თავში ფეხებს ურტყამდნენ” – ოჯახი მარნეულის პოლიციას ადანაშაულებს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახი პოლიციას ტერორსა და დევნაში ადანაშაულებს. აღნიშნულ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, სოფლის მკვიდრი ლეილა ფარაჯოვა, რომელიც შშმ პირია, აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა მისი მეუღლე სცემეს, შემდეგ კი, ერთი თვის წინ მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს.

ფარაჯოვას განცხადებით, მისმა მეუღლემ, მეჰდი ხალილოვმა, რომელიც სასჯელს მეზობლის მანქანის ქურდობის მცდელობისთვის იხდის, მანქანის მართვა არ იცის.

“ღამით პოლიციის სამი თანამშრომელი შემოვარდა და მძინარე კაცს თავს დაესხნენ. ჩვენი მცირეწლოვანი ბავშვი კი, ამ ყველაფერს ხედავდა. მე – ლოგინს მიჯაჭვული – ვერ ავდექი ფეხზე, რომ მეშველა ჩემი მეუღლისთვის. თან ბავშვის თვალწინ თავში ფეხებს ურტყამდნენ, ცემით წაიყვანეს. მერე გამოუშვეს, თუმცა, რამდენიმე დღის წინ, სასამართლო პროცესზე დააკავეს”, – უთხრა “მთავარს არხს” ფარაჯოვამ, რომელიც ასევე ამტკიცებს, რომ მეზობელმა, რომლის მანქანის ქურდობაშიც მის მეუღლეს ადანაშაულებენ, აღიარა, რომ შეცდომაში შეიყვანეს და სარჩელი უკან გამოიტანა.

ფარაჯოვას თქმით, ამის მიუხედავად, პოლიციას ხალილოვზე დევნა არ შეუწყევეტია.

მეჰდი ხალილოვის ცემის ფაქტს სოფელ შულავერის პოლიციის განყოფილებაში გამორიცხავენ და განმარტავენ, რომ ის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს.

 

 

 

 

 

იტვირთბა....