სამტრედიის მუნიციპალიტეტში, საჯავახოს თემის მიმდებარედ მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ადგილობრივებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი, რომელსაც სოფელ საჯავახოში 30 ნოემბრის შემდეგ ეძებდნენ.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.