ხვალ, 6 იანვარს, 12:00 საათზე პრეზიდენტის საშობაო შეწყალებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება.
მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა 18 სექტემბერს მორატორიუმი გამოაცხადა, საშობაოდ იგი შეწყალების აქტს პირველად გამოსცემს. უცნობია, იქნება თუ არა შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე.
გიორგი მამალაძის ადვოკატის განცხადებით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ დეკანოზს შეიწყალებენ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დეკანოზის შეწყალებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა საპატრიარქოდან 2019 წლის 8 ნოემბერს მიიღო.