ირანელი გენერლის, ყასემ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ, ირანის პარლამენტში პირველი სესია გაიმართა.
„სიკვდილი ამერიკას“ – აცხადებენ ირანის პარლამენტის წევრები.
ირანის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ყასემ სულეიმანის მკვლელობა აშშ-ის მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტია. იგი ამერიკის შეერთებულ შტატების რეგიონის მანამ დატოვებას ურჩევს, სანამ რაიმე სერიოზული მოხდება.
„დონალდ ტრამპ, თქვენ სერიოზული დანაშაული ჩაიდინეთ. ეს თქვენთვის ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს“, – განაცხადა სესიაზე ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტში მოკლეს. თეირანში არაერთხელ განაცხადეს, რომ „აშშ-ის მიერ მაღალჩინოსანი ირანელი გენერლის ლიკვიდაციის გამო ირანი ამერიკელებზე შურს იძიებს“.
დონალდ ტრამპი ირანს 52 სამიზნეზე იერიშით დაემუქრა.