საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოში, ილია მეორეს 87 წლის იუბილეს მისალოცად მივიდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხიც განიხილება. პრეზიდენტს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, საპატრიარქოს სხვა ფორმატი არ ააქვს მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით, გარდა იმისა რომ დაელოდოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას.
“არ გვაქვს კიდევ ერთხელ დაინტერესების ფორმატი, ჩვენ გავაგზავნეთ შუამდგომლობა, ეკლესიას ნუ განვიხილავთ, როგორ რაღაც მხოლოდ საზოგადოებრივ ინსტიტუციას, რომელსაც შეუძლია პროტესტი მოაწყოს და კარვები გაშალოს. მსგავსი რამ არ იქნება. ჩვენ მივმართეთ და ეს არის ფორმატი, რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა”, – თქვა ჯაღმაიძემ.