„წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება და ასეთი პრეცედენტი ისტორიაში პირველად მოხდა, როცა წმინდა სინოდი ამა თუ იმ მსჯავრდებულის საქმესთან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებას და შემდეგ პრეზიდენტს მიმართავს. ახლა შობის დღესასწაული მოდის, რომელიც უდიდესი საეკლესიო დღესასწაულია, ეკლესიამ შუამდგომლობით მიმართა პრეზიდენტს და დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი გაითვალისწინებს, თან იმ ფონზე, როცა ჩემი ძმა არის პარალიზებული და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი ძმა გათავისუფლდება და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ეს კოშმარი. მე პოზიტიური მოლოდინი მაქვს გამომდინარე იქედან, რომ ოჯახის წევრი ვარ და მინდა, რომ გათავისუფლდეს, მაგრამ ვნახოთ, გამართლდება თუ არა ეს პროგნოზი“
თორნიკე მამალაძე, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა
“ინტერპრესნიუსი”
შეგახსენებთ, საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მათი მხრიდან ყველა საჭირო დოკუმენტი ამ დროისთვის უკვე გადაგზავნილია.