პარიზში, ერთ–ერთ პარკთან დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა. შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორის მდგომარეობა მძიმეა.
პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზე გაანეიტრალა. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელს ე.წ. შაჰიდის ქამარი ეკეთა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება.