ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, 21 წლის გოგონა ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.