სამართალდამცავებმა პარლამენტის შენობის წინ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს.
შეგახსენებთ, პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა.მოძრაობა „შეცვალე“ გარემოვაჭრეებს, რომლებმაც რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტთან გადასვლაზე უარი განაცხადეს, სოლიდარობას უცხადებს.
როგორც აქციის მონაწილეების აცხადებენ, ლაშა ჩხარტიშვილის დაკავება უკანონოა.
„ადამიანი იდგა და აპროსტესტებდა. ის გამოირჩევა აქტიურობით, ჩატენეს მანქანაში და გაიყვანეს“, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
ასევე ლაშა ჩხარტიშვილმა დღეს 14:00 საათზე მერიასთან აქციაც დაანონსა.