ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პიროტექნიკით დაშავებული 7 მოზარდი ამ დრომდე იაშვილის კლინიკაში რჩება

ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით დაშავებული შვიდი მოზარდი ამ დრომდე იაშვილის კლინიკაში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს. შვიდივე მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, ერთ-ერთი დაშავებულის, 10 წლის ბიჭის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. მას ორივე მტევნის მძიმე დაზიანება აღენიშნებოდა.

დაშავებულ მოზარდს სამი თითის ნაწილობრივი და ორი თითის სრული ამპუტაცია დასჭირდა.

შეგახსენებთ, ახალი წლის ღამეს იაშვილის კლინიკაში რვა ბავშვი მოხვდა, ერთს თითების ამპუტაცია დასჭირდა.

იტვირთბა....