ახალი წლის ღამეს იაშვილის სახელობის კლინიკაში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, რვა ბავშვი მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს კლინიკის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, ერთი ბავშვი კლინიკიდან უკვე გაეწერა, ხოლო შვიდს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და მკურნალობას განაგრძობს.
ყველა მათგანს დაზიანება კიდურების არეში აქვს მიღებული.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, თითების ამპუტაცია დასჭირდა ერთ მცირეწლოვანს.