aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზურაბ ჯაფარიძემ შსს-ში შმAXI-ის ახალი ლოგო მიიტანა

aviabiletebi
ავიაბილეთები

შსს-ში გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ “შმAXI”-ის ახალი ლოგო მიიტანა.

ჯაფარიძე ახალი ლოგოს დადასტურებას ან შსს-სგან ახალი ვერსიის შეთავაზებას ითხოვს.

“ჩვენ შევქმენით ახალი ლოგო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვთავაზობთ არის ის, რომ დაგვიდასტურონ ასეთი ლოგოს გამოყენების შემთხვევაში შმAXIისტებს აღარ დააჯარიმებენ. თუ იტყვიან, რომ ეს ლოგოც მიუღებელია მაშინ სხვა ვერსიებსაც ვთავაზობთ. კიდევ გვაქვს რამდენიმე ვერსია. თუ ამ ლოგოებიდანაც ვერაფერს ვერ ამოარჩევენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვთავაზობთ, რომ თვითონ დახატონ ან მოიფიქრონ ნებისმიერი რამ. რაც არ უნდა მოიფიქრონ, იმას დავაყენებთ მანქანაზე და ავანთებთ”, — განაცხადა ჯაფარიძემ.

თბილისის საკრებულოს დადგენილებით, ტაქსით გადაყვანის ნებართვის შესახებ მუხლის მიხედვით, მძღოლებს ტაქსის ნიშანთან მიმსგავსებული ტრაფარეტის გამოყენება ეკრძალებათ.

იტვირთბა....