ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან “ანაკლიის კონსორციუმთან” დაკავშირებით დასმულ კითხვებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა ანაკლიის კონსორციუმთან დაკავშირებით, ამაზე ხვალ იმსჯელებენ.
“დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. ერთი დღე დარჩა და მერე უკვე ჩვენ ვიმსჯელებთ სამთავრობო გუნდში, თუ როგორ შევუწყოთ ხელი ამ პროექტს, რომ ეს უდიდესი პროექტი განხორციელდეს. რამდენად აქვს არსებულ ინვესტორს რესურსი, რომ ამ პროექტში დარჩეს, მე პირადად, ძალიან დიდი კითხვის ნიშანი მაქვს ამასთან დაკავშირებით. დრო იყო საკმარისი, ორი წლის განმავლობაში მთავრობა უვადებდა და გვერდში ედგა ინვესტორს. ჩვენ 2020 წელს გაზაფხულზე უკვე უნდა გვქონოდა მოქმედი პორტი, ჩვენ ამ კონფიგურაციით ამ ინვესტორთან ერთად, ეს ვერ მოვახერხეთ. გავიდეს ეს ერთი დღეც და შემდეგ ვიმსჯელებთ,”- განაცხადა ნათია თურნავამ.