ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გამსახურდიას მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა, თუმცა უმნიშვნელო დადებითი დინამიკა შეინიშნება” – ექიმი

ცოტნე განსახურდიას ექიმმა, ნიკოლოზ კვაჭაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. მისივე თქმით, ამის მიუხედავად უმნიშვნელო დადებითი დინამიკა შეინიშნება.

„პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურად მძიმე რჩება. საკონტროლო გამოკვლევებში რაიმე ტიპის ცვლილება ნანახი არ არის. შესაბამისად, დღეისათვის მკურნალობის მოცულობა რჩება უცვლელი. კვლავინდებურად რჩება მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში, სამკურნალო დაცვითი ნარკოზის ქვეშ. შეიძლება ითქვას, რომ უმნიშვნელო დადებითი დინამიკა არის,“ – განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია გალის ქუჩაზე დაჭრეს. მას გულმკერდისა და კისრის არეშუ ბასრი საგნით მიაყენეს ჭრილობა. გამსახურდიას ნეიროქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა.

იხილეთ სრული ვიდეო – ექიმის კომენტარი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 4 პირი.

იტვირთბა....