“უკვე ვაჟა სახლშია, მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, სხვადასხვა პარტიის… რაღაც შეჯიბრიც ჰქონდათ ერთმანეთში კარგი გაგებით – ვინ უფრო მეტს გააკეთებდა მისთვის და საერთოდ, ჩვენი ხალხი გაცილებით მეტია, ვიდრე ყველა პარტია ერთად აღებული. ყველას დიდ მადლობას ვუხდი და არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ჩვენს მოჭიდავეებს, ვიცი, რასაც ვამბობ. გუშინ მეღიმებოდა, ვისმენდი, ყველას უნდოდა, თავის თავზე ეთქვა – მე გავათავისუფლე, მე გავათავისუფლეო. მერწმუნეთ, მთელმა საქართველომ გაათავისუფლა, მთელმა მსოფლიომ გაათავისუფლა”
მეუფე იაკობი
ასე ეხმაურება, ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ოკუპანტების 49-დღიანი ტყვეობიდან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე თავისუფალია.