aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დაცვა შემოვიდა – ციხის უფროსი გეძახისო და გაგიშვესო” – ვაჟა გაფრინდაშვილი

„ნამდვილად არ ვიცოდი, გუშინ საღამოს დავწერეთ ის წერილი, რა და როგორ იქნებოდა ნამდვილად არ ვიცოდი, როგორ მიაწვდიდნენ, ვინ მიაწვდიდა, როდის მიაწვდიდა. დილით, დაახლოებით, 09:20 თუ 09:25 საათი იყო, დაცვა შემოვიდა, ნახეს ადგილზე, ეს ყველაფერი შენიაო? კი-მეთქი და კარგი, ციხის უფროსი გეძახისო და გაგიშვესო. ბარგიც არ ჩამილაგებია აბსოლუტურად, რადგან იქ მქონდა რამდენიმე შოკოლადი, მიწის თხილი, რაღაცები, ახალი წლისთვის შენახული. ცხადია, იქ იქნებოდა ალბათ რაღაც პატარა ზეიმივით მაინც და ვფიქრობდი, იქ საერთო სუფრაზე იქნებოდა თუ რაღაცას შევიტანდი“

aviabiletebi
ავიაბილეთები

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი – აღნიშნული განცხადება გაფრინდაშვილმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ექიმის თქმით, შეწყალების თხოვნაში ბრალი აღიარებული არ ჰქონდა.

შეგახსენებთ, ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა.

მას, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით, წელიწადითა და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

საოკუპაციო ძალების წარმოადგენლებმა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს.

იტვირთბა....